სვანეთში წასვლაზე არასდროს იყოყმანო, ადექი და წადი!
აქ ყველაფერი სხვანაირია: მითიური, მისტიური და მაგიური გარემოა.
უცხოელისთვის აღმოჩენაა, ჩვენთვის კი მიუვალ მთებში უძველეს კულტურასთან მიახლება.
და კოშკები? სვანეთის მთავარი სამკაული, გამორჩეული არქიტექტურით და საიდუმლო ისტორიებით.
მის სრულყოფილად სანახავად ერთხელ ნახვა არ კმარა, არც ორჯერ. სულ ისეთი შეგრძნნება გექნება, რომ კიდევ რაღაც დაგრჩა სანახავი